Accentnews.ge
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

03/02/2020 11:25:09 თავდაცვა, რეკლამა

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ათეულის რიგითს.

"კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით გადაიყვანეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიარა დეტალური სამედიცინო შემოწმება. ექიმის დასკვნის საფუძველზე, ის მაშინვე გაწერეს კლინიკიდან. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო ატარებს შესაბამის მოქმედებებს და გამოძიების შედეგების შესაბამისად მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S