
შუქრუთელები საპროტესტო მსვლელობას მართავენ
26/09/2024 18:00:12 საზოგადოება
სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საპროტესტო აქციამ პარლამენტიდან მსვლელობით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან გადაინაცვლა.
დემონსტრანტები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დებატებს პირდაპირ ეთერში ითხოვენ.
დღეს საქართველოს პარლამენტთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია გაიმართა. შუქრუთელების ნაწილის შიმშილობის აქცია საქართველოს საკანონმდებლო შენობის წინ ოცდამეხუთე დღეა, გრძელდება.
მათმა პროტესტმა სოფელ შუქრუთიდან საქართველოს პარლამენტის წინ 11 სექტემბერს გადმოინაცვლა.
შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას აპროტესტებს, რომლის მაღაროებიც, მათი თქმით, სოფლის ნგრევას იწვევს, ხოლო კომპანია ზარალს სრულად არ ანაზღაურებს და მოსახლეობის ნაწილს მიზერულ თანხას სთავაზობს.