Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა

03/02/2020 11:28:10 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ელჩთან რან გიდორთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

„თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თავდაცვის სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S