
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
26/09/2024 21:41:51 კონფლიქტები, პოლიტიკა
სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
მანამდე ანალოგიური განცხადებები გაავრცელეს საქართველოს პარლამენტმა და სუს-მაც.
აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.