Accentnews.ge
ჯო ბაიდენი: "რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს"

ჯო ბაიდენი: "რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს"

26/09/2024 21:58:16 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ქვეყნის მომავალზე ევროკავშირსა და ნატო-ში.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე. ამიტომ დღეს სიამაყით ვაცხადებ დახმარების ახალი - 2.4 მლრდ დოლარის ოდენობის პაკეტის შესახებ. ასევე გავეცი პენტაგონზე მითითება, უკრაინისთვის გათვალისწინებული დახმარების დარჩენილი თანხები ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 20 იანვრამდე გამოყოს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საკმარისი შესაძლებლობები რუსეთის სამომავლო აგრესიისგან თავის დასაცავად. რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ გვერდით დავუდგებით მას ყოველ ნაბიჯზე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის ლიდერს მხარდაჭერისთვის.

„ძალიან ვაფასებთ, რომ უკრაინა და აშშ გვერდიგვერდ დგანან რუსეთის ამ საშინელი შემოჭრის პირველივე წუთებიდან. თქვენი გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვებისთვის. დღეს დილით შევხვდი სენატსა და წარმომადგენელთა პალატას. მადლობა ურყევი ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ერთად უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S