
როგორ ხსნის გაერო-ში რუსეთის არხსენებას კობახიძე
27/09/2024 06:36:53 კონფლიქტები, პოლიტიკა
„ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!” – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს კითხვას, გაერო-ში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, რა დროსაც მას არ უხსენებია რუსეთი.
„როგორ გეკადრებათ, საუბარი იყო იქ ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ყველა თემაზე გვქონდა ჩვენ საუბარი ყურადღებით თუ უსმენდით. [ტერიტორიები] ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს, სხვათა შორის, იმიტომ, რომ დღემდე…”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. ახსენა ოკუპაცია, თუმცა არ უხსენებია ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში", - თქვა კობახიძემ.