
რუსეთმა ოდესაზე მიიტანა იერიში, არის მსხვერპლი
27/09/2024 07:17:32 მსოფლიო
27 სექტემბრის დილას რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში, ქალაქი იზმაილი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 11 ადამიანი.
"დილას მტერმა მასშტაბურ ტერორიზმს მიმართა. რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქ იზმაილზე იერიში მიიტანა. დიდხანს მუშაობდა საჰაერო თავდაცვის ძალები.
სამწუხაროდ იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი: 2 ქალი და 1 კაცი. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი". – წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ კიპერი.
იერიშის შედეგად დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ავტომობილები.
კიპერის ცნობით, რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა ხანძარიც, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.