
ტრამპმა დაადასტურა, რომ ზელენსკის შეხვდება
27/09/2024 09:31:05 მსოფლიო
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაცია ტრამპმა დაადასტურა.
"ამერიკის ხმის" ცნობით, ტრამპი ზელენსკის ნიუ-იორკში პარასკევს დილით, დაახლოებით 9:45-ზე (თბილისის დროით 17:45) Trump Tower-ში შეხვდება.
ტრამპმა, ნიუ-იორკში, Trump Tower-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, გამოთქვა რწმენა, რომ მას შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას ვლადიმირ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან.
"მე ვიტყვი ამას: მჯერა, რომ შევძლებ საკმაოდ სწრაფად მივაღწიო შეთანხმებას პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. არ მინდა საუბარი, როგორ მოხდება ეს," - თქვა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ მისი სტრატეგია "არა კაპიტულაცია," არამედ "სიცოცხლის გადარჩენაა".
გარდა ამისა, ტრამპმა არ დაეთანხმა ზელენსკი, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. "ის მე არ მიცნობს, მე არ ვეთანხმები," - თქვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.