Accentnews.ge
ცესკო: პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

ცესკო: პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

27/09/2024 11:28:07 პოლიტიკა, რეკლამა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენისვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა.

ესენი არიან:

1. „საქართველო“

2. „გახარია საქართველოსთვის“

3. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია

5. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

6. „მემარცხენე ალიანსი“

7. თავისუფალი საქართველო

8. ტრიბუნა

9. „შეცვალე საქართველო“

10. „ჩვენ“

11. ქართველ ერთობა

12. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

13. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

14. „გირჩი“

15. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

16. ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!

17. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

18. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

19. „ევროპელი დემოკრატები“

საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების დარეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის - „ევროპელი დემოკრატების“ პარტიულის სია. შესაბამისად რეგისტრაციის პროცედურებს გადის 18 საარჩევნო სუბიექტი.

ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი. მათგან სამ პარტიას („ანა დოლიძე - ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთაპარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზეგაუუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტისარჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობამისცა. ცესკოს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებსსაქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეეძლოთ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. რის შემდეგაცცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათსიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სიაოთხმა პარტიამ წარადგინა.

გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ საარჩევნოპერიოდის დაწყებამდე დადგენილებით (დადგენილება №34/2024) განსაზღვრაკანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი,რითაც ხელი შეუწყო პარტიებს დროულად მიეღოთ გადაწყვეტილებებიპარტიულ სიებთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დააზუსტა ის ვადები, რომელიც განსაზღვრავსკანდიდატის მიერ ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას. ცესკომ ცვლილებაშეიტანა შესაბამის განკარგულებაში და დაადგინა, რომ ნარკოლოგიურიშემოწმების შესახებ ცნობა ცესკოში წარდგენილ პარტიულ სიას დაერთვება თუის გაცემულია პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადამდე 20 კალენდარულიდღის ვადაში, რითაც საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანიპროცედურის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ცხადი გახადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S