Accentnews.ge
ინდონეზიაში ოქროს საბადო ჩამოიშალა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ინდონეზიაში ოქროს საბადო ჩამოიშალა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

27/09/2024 11:37:37 მსოფლიო

ინდონეზიაში ოქროს საბადო ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა უხვმა ნალექმა და მეწყერმა გამოიწვია.

მედია წერს, რომ საბადოში ოქროს არალეგალურად მოიპოვებდნენ და არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.

წინასწარი ცნობებით, საღუპულები ადგილზე დასაქმებული ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.

საბადოში ჩამოშლის დროს ადგილზე 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან თხუთმეტი დაიღუპა, სამი დაშავდა, შვიდი დაკარგულად ითვლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S