
ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ უკრაინისთვის "სამართლიან მშვიდობას“ ემხრობა
27/09/2024 17:31:38 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინისთვის" სამართლიან მშვიდობას“ ემხრობა. თუმცა თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, როგორ შეთანხმებას მიიჩნევს სამართლიანად.
"ჩვენ ორივეს გვინდა, რომ ეს დასრულდეს და ორივეს გვინდა სამართლიანი შეთანხმება. ის სამართლიანი უნდა იყოს. და მე ვფიქრობ, რომ საჭირო დროს ეს მოხდება ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტთ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ საჭიროა ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.
„ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ხალხის ძალა, რა თქმა უნდა, მშვიდობასთან დაგვაახლოებს. სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, იმდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა ხალხისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს და ეს დიდი ტრაგედიაა… ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მასზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ ეს ომი გააჩეროს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ. ის ჩვენს ტერიტორიაზეა და როგორ გავაჩეროთ ომი, როგორ უნდა მოვახდინოთ მასზე მაქსიმალური ზეწოლა… აშშ ლიდერია მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას, მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხის. გვესმის, რომ აშშ-ის შეუძლია იყოს ლიდერი ნებისმიერ მოლაპარაკებებში“, - თქვა ზელენსკიმ.
პარასკევს დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ტრამპ ტაუერში“ შეხვედრა. ორ პოლიტიკოსს შორი შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.