
ცხინვალში რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს
03/02/2020 14:38:20 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის რუსი მრჩეველი იგორ გალი და მისი მეუღლე ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის დეტალები ზუსტდება, - იუწყება "რეს-ი"
მრჩევლის ბინაში, სადაც გარდაცვლილების ცხედრები იპოვეს, ექსპერტიზა ტარდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც "რეს-ი" იუწყება, პირველადი მონაცემებით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ისინი ექსპერტიზისთვის ჩრდილოეთ ოსეთში გადაასვენეს.
იგორ გალი 2016 წლიდან ოკუპირებულ რეგიონში მუშაობდა და დაკავებული იყო ე.წ. რესპუბლიკური ჯანდაცვის რეფორმირების საკითხებით.