Accentnews.ge
სოხუმის რეჟიმი აფხაზეთში ავადმყოფების შეშვებას აღარ აპირებს

სოხუმის რეჟიმი აფხაზეთში ავადმყოფების შეშვებას აღარ აპირებს

03/02/2020 14:54:07 კონფლიქტები

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე არსებულ ცენტრალურ ე.წ. საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე სამედიცინო შემოწმება დააწესა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფების შეშვებას აღარ აპირებს.

აფხაზური მედიის ცნობით, მესამე დღეა, ენგურის ხიდზე მობილური სამედიცინო სადგური მოქმედებს და ყველა მოქალაქეს გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებების კუთხით ამოწმებს. მისივე ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში უკვე 1800 მოქალაქის შემოწმება მოესწრო.

როგორც დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, არც ერთ მოქალაქეს, რომელსაც ამა თუ იმ ვირუსული დაავადების სიმპტომები გამოუვლინდება, „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ და უკან – საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ გააბრუნებენ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S