Accentnews.ge
დღეს რუსეთის პრემიერი ირანს ეწვევა

დღეს რუსეთის პრემიერი ირანს ეწვევა

30/09/2024 05:09:54 მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე კრემლში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი დღეს თეირანში ჩავა და ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრას გამართავს.

მოსკოვმა დაგმო ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლაზე" ლიბანში.

"ჰეზბოლა" გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. "ჰეზბოლას" შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი "შავ სიაში". ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად დაიღუპა.

დასავლეთის ლოდერები თეირანს ადანაშაულებენ რუსეთისთვის იარაღის, განსაკუთრეით დრონების მიწოდებაში, რასაც მათი თქმით, რუსეთი უკრაინაში წარმოებულ ომში იყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S