30-09-2024 10:34:13 ციტატა
"სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით. მერაბ დვალიშვილს და ილია თოფურიას კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ. ილია თოფურიას ვუსურვებთ UFC-ის ქამრის დაცვას 26 ოქტომბერს. 26 ჩვენი დღეა და გვჯერა, რომ 26 ოქტომბერს ილია კიდევ ერთ გამარჯვებას გვაჩუქებს!", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.