
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 73 დრონიდან 67 ჩამოვაგდეთ
30/09/2024 06:49:05 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 73 დრონიდან 67 ჩამოაგდეს.
მისი ცნობით, ერთი დრონი გაფრინდა ბელარუსის მიმართულებით, 3 კი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაიკარგა.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს კიევში, ჩერკასში, ვინიცაში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, პოლტავაში, ჩერნიჰივში, ასევე – სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში.