
დვალიშვილი: სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მილიონ ლარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას
30/09/2024 08:41:54 საზოგადოება
UFC-ის ქართველი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს.
"რაც შეეხება ამ საჩუქარს, ნამდვილად არ ველოდებოდი. იცით, რომ ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები ვართ და არ ვართ სახელმწიფო ბალანსზე და დამოუკიდებლად მივაღწიეთ ამ ყველაფერს. არც მოლოდინი მქონდა. რა თქმა უნდა, მადლობა ამ საჩუქრისთვის და ამ თანხას სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას საქართველოში", - განაცხადა, "რუსთავი 2"– ის ცნობით, მერაბ დვალიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა ქართველ სპორტსმენებს ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს მიღწეული წარმატებისთვის თითოეულს ერთ მილიონ ლარს გადასცემს.