Accentnews.ge
ბაღდათში ხანძარს ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა

ბაღდათში ხანძარს ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა

03/02/2020 19:04:54 საზოგადოება

ბაღდათში საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლს ამ წუთებში ექვსი სახანძრო ჯგუფი აქრობს.

ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის ინფორმაციით, სახლში სავარაუდოდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ცხედარი იპოვეს. მათ შორის ოთხი ბავშვია.

ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S