Accentnews.ge
ბაღდათის ტრაგედიის გამო ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება გადადო

ბაღდათის ტრაგედიის გამო ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება გადადო

04/02/2020 05:51:14 საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება დღეს აღარ განხორციელდება. ოპოზიციამ ეს აქცია წუხელ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადო.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობა დღეს დილით სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა, მოგვიანებით კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემაც დაადასტურა. თუმცა რამდენი ხნით გადაიდო აქცია და უერთდებიან თუ არა ამ გადაწყვეტილებას სამოქალაქო აქტივისტები - რომან გოცირიძეს ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ აქვს.

ცნობისთვის: წუხელ ბაღდადში, ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის სიცოცხლე ემსხსვერპლა.

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დღეიდან საარჩევნო სისტემის რეფორმის პროექტის ჩაგდების გასაპროტესტებლად აქციების განახლებასა და საკანონმდებლო ორგანოსთან “სირცხვილის დერეფნის” მოწყობას გეგმავდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S