დღეიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
04/02/2020 05:52:56 საზოგადოება
დღეიდან საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალ მთაში - თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მეტეოროლოგების ცნობით, უხვმა ნალექმა შესაძლოა, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში - ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება.


