
"ისრაელი თქვენთან დგას" - ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა
30/09/2024 17:56:07 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა.
როგორც ვიდეომიმართვაში ამბობს ნეთანუაჰი, ირანულ რეჟიმს საკუთარი მოსახლეობა არ ადარდებს, ერს უფსკრულს აახლოებს, თუმცა ირანი მალე "გათავისუფლდება" და რომ ისრაელი ირანელი ხალხის გვერდით დგას:
"ირანელმა ხალხმა უნდა იცოდეთ, რომ ისრაელი თქვენთან დგას. დაე, ერთად ვიხილოთ მომავალი კეთილდღეობით და მშვიდობით". .
მან ასევე ისაუბრა "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" მეთაურების ლიკვიდაციაზე და ხაზი გაუსვა, რომ "ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, რომელსაც ისრაელი ვერ მიწვდება", რათა საკუთარი ხალხი დაიცვას.
ამასთან, თქვა, რომ ირანულმა რეჟიმმა ქვეყნის განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფულის ჩადების ნაცვლად ფული "ახლო აღმოსავლეთში უშედეგო ომებსა" და ბირთვული იარაღის წარმოებაზე დახარჯა.
"როდესაც ირანი საბოლოოდ გათავისუფლდება (და ეს მომენტი გაცილებით უფრო მალე დადგება, ვიდრე ხალხს ჰგონია), ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ჩვენს ორი უძველესი ხალხს - ებრაელებსა და სპარსელებს შორის მშვიდობა დაისადგურებს",- თქვა ნეთანიაჰუმ.