Accentnews.ge
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში მართავს მოლაპარაკებებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში მართავს მოლაპარაკებებს

30/09/2024 18:16:15 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სიბიჰამ თქვა, რომ უკრაინა უნგრული თემის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ორმხრივ ვალდებულებებს ადასტურებს.

"მე ავუხსენი ჩემს კოლეგას ფრონტზე შექმნილი სიტუაცია. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და სანქციების პაკეტზე თანხმობისთვის. დიდად ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უნგრეთისგან იღებს ამ რთულ დროს, ამას არასდროს დავივიწყებთ“, - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისგან უნგრული უმცირესობების უფლებების დაცვას მოელის.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით უნგრულმა მხარემ უკრაინის მთავრობას 11-პუნქტიანი შეთავაზების პაკეტი წარუდგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S