30-09-2024 23:55:35 ევროპა
შვეიცარია და იტალია ალპებში საზღვარს შეცვლიან მყინვარების დნობის გამო, რაც გლობალური დათბობით არის გამოწვეული.
ორ ქვეყანას შორის შეთანხმების პროექტი იტალიურ-შვეიცარიის ერთობლივმა კომისიამ ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში შეიმუშავა. გასულ პარასკევს შვეიცარიამ ოფიციალურად დაამტკიცა ის, ხოლო იტალია მოკლე დროში გეგმავს იმავეს გაკეთებას.
საზღვარი შეიცვლება პლატო როზას, კარელის თავშესაფრის და გობა დი როლინის რაიონებში. ამ რეგიონში მდებარეობს მატერჰორნის მწვერვალი - ალპების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და სანახაობრივი მწვერვალი და მრავალი სათხილამურო კურორტი.
ცვლილებების აუცილებლობა წარმოიშვა, რადგან მთებში საზღვრის მრავალი მონაკვეთი მიჰყვება ბუნებრივ ხაზებს: მთის ქედებს, მყინვარების კიდეებს. ტემპერატურის მატებისა და ყინულისა და თოვლის დნობის გამო, ბევრი ეს ორიენტირი შეიცვალა.
შვეიცარიულმა მხარემ განაცხადა, რომ ახალი დემარკაცია ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს ითვალისწინებს. ზუსტი ცვლილებები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება ცნობილი.