
ბაღდადის აეროპორტთან, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს, სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან
01/10/2024 06:07:27 მსოფლიო
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს, სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან.
AFP ერაყის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზას სამი რაკეტით შეუტიეს, რომელთაგან ორი საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია, ერთი კი ერაყის კონტრტერორისტული ძალების შენობასთან ჩამოვარდა. წყაროების თქმიტ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სარაკეტო შეტევის ფაქტი სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა ორმა ერაყელმა სამხედრომაც. ამასთან, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ სამიზნე არ ყოფილა უშუალოდ ბაზა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან.
სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არავის აუღია.
ერაყში დისლოცირებულია 2500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ისინი ადგილობრივ კონტრტერორისტულ ძალებსდაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში 2014 წლიდან ეხმარებიან.