
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 32 დრონიდან 29 ჩამოვაგდეთ
01/10/2024 06:16:37 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 32 დრონიდან 29 ჩამოაგდეს.
მისი ცნობით, სამი დრონი დაიკარგა.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ჩერკასის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში.