
დღეიდან მარკ რუტე NATO-ს გენმდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება
01/10/2024 07:00:14 მსოფლიო
დღეიდან ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე NATO-ს გენმდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.
"ამ ისტორიულ დღეს ჩვენ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და ალიანსის მომავალ გენერალურ მდივანს მარკ რუტეს მივესალმებით", - ამის შესახებ NATO-ს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში წერს.
თანამდებობის გადაცემის ცერემონია დღეს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.
ცნობისთვის: იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.