
აზერბაიჯანიდან დევნილი უფლებადამცველი დაჭრეს
01/10/2024 07:56:07 საზოგადოება
საფრანგეთში, ქალაქ მულჰაუსში, საკუთარ სახლში დანით დაჭრეს დევნილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ვიდადი ისგანდარლი. ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი იტყობინება.
"ვიდადი ისგანდარლის 3 უცნობი პირი დაესხა თავს და ჭრილობები მიაყენა. სიტუაცია მძიმეა. მას დანა ოთხჯერ დაარტყეს". – ამბობს მუხთარლი.
უფლებადამცველი აზერბაიჯანში რამდენჯერმე იყო დაკავებული. მოგვიანებით მან აზერბაიჯანი დატოვა, შექმნა Youtube არხი, რომელის მეშვეობითაც აჟღერებდა საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებებს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიმართებით.
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით ისგანდარლის თავს 2 წლის წინაც დაესხნენ.