Accentnews.ge
აშშ-მა Boeing-ს 6,9 მილიარდ დოლარად ბომბები შეუკვეთა, მათ შორის, უკრაინისთვის

აშშ-მა Boeing-ს 6,9 მილიარდ დოლარად ბომბები შეუკვეთა, მათ შორის, უკრაინისთვის

01/10/2024 08:05:45 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა 6,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა Boeing Corporation-თან მცირე დიამეტრის ბომბების წარმოებაზე, მათ შორის უკრაინაში, ასევე იაპონიასა და ბულგარეთში მიწოდებისთვის. ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა.

სამუშაოები შესრულდება სენტ-ლუისში და სავარაუდოდ დასრულდება 2035 წლის 31 დეკემბრისთვის.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფონზე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის დახმარების ზრდა და დაჰპირდა, რომ უახლოეს თვეებში იარაღისთვის გამოყოფს თითქმის 8 მილიარდ დოლარს.

გარდა ამისა, გასულ ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინის 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S