ბულგარეთი იწყებს თავისი საბრძოლო თვითმფრინავების სრულ შემოწმებას

01-10-2024 12:40:25 ევროპა

დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ, ბულგარეთი იწყებს თავისი საჰაერო ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და წვრთნის გამოცდას. ამის შესახებ Euractiv იტყობინება.

ბულგარეთი იცავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილს ძველი, რთულად შესანახი მიგ-29ის ტიპის მებრძოლებით და სუ-25-ის თვითმფრინავებით, რომლებიც მიეწოდება საბჭითა კავშირისგან 35 წელზე მეტი ხნის წინ.

სამხედრო ექსპერტებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მოძველებული სამხედრო ტექნიკა სერიოზული დაბრკოლებაა პილოტების ხარისხიანი მომზადებისთვის.

„მოწმდება ორგანიზაცია, წვრთნა, დისციპლინა და აქვთ თუ არა ბულგარელ სამხედრო მფრინავების ჰაერში ყოფნის საკმარისი საათები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ატანას ზაფრიანოვმა.

როგორც მედია აღნიშნავს, ბულგარეთის საბრძოლო ავიაციის მდგომარეობა განსაკუთრებით პრობლემურია, თუ გავითვალისწინებთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის აუცილებლობას რუსული მზარდი პროვოკაციებისგან 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

2024 წლის 13 სექტემბერს, ბულგარეთის ავიაციამ დანაკარგი განიცადა უდიდეს სამხედრო ავიაბაზაზე საჩვენებელი ფრენის დროს, როდესაც სასწავლო-საბრძოლო L-39 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი პილოტი დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

2022 წლის სექტემბერში საბჭოთა წარმოების ბულგარული თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა სასწავლო ფრენის დროს ბეზმერის ავიაბაზასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები