Accentnews.ge
ხერსონზე რუსეთის მორიგ შეტევას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა

ხერსონზე რუსეთის მორიგ შეტევას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა

01/10/2024 08:43:08 მსოფლიო

უკრაინის ქალაქ ხერსონზე რუსეთის მორიგ შეტევას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა.

საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საარტილერიო შეტევა განახორციელეს ხერსონის ბაზრის რაიონში. მისი ცნობით, დაიღუპა სამი ქალი და ოთხი მამაკაცი. დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი.

რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქი ხერსონი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტის დასაწყისში, დაიკავეს. იმავე წლის ნოემბერში, კონტრშეტევის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონზე კონტროლი დაიბრუნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S