Accentnews.ge
ალბანურმა ოპოზიციამ საპარლამენტო სხდომა ჩაშალა - დაწვეს სკამები

ალბანურმა ოპოზიციამ საპარლამენტო სხდომა ჩაშალა - დაწვეს სკამები

01/10/2024 08:49:25 მსოფლიო

ალბანელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა ჩაშალეს ცილისწამების ბრალდებით მათი კოლეგის დაპატიმრების გამო. წერს АР.

ალბანეთის "კონსერვატიულ- დემოკრატიული პარტია" დიდი ხანია ადანაშაულებს მმართველ სოციალისტურ პარტიას ძალაუფლების უზურპაციაში და 2013 წლიდან აწყობს ხმაურიან საპროტესტო აქციებს მთავრობის წინააღმდეგ.

გასულ კვირას სასამართლომ ალბანელ პოლიტიკოს ერვინ სალიანჯის ცილისწამებისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წელს სალიანჯიმ მოითხოვა სოციალისტური პარტიის შინაგან საქმეთა მინისტრის ფატმირ ხაფაჯას გადადგომა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ორი მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ხაფაჯას ძმა უკანონო ქმედებებში იყო ჩართული. წარმოდგენილი ფაილები და ჩანაწერები გაყალბებული აღმოჩნდა და ორი მამაკაცი ქვეყნიდან გაიქცა.

პროტესტის ნიშნად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიკროფონები და ნივთები ისროლეს პარლამენტის თავმჯდომარის და მინისტრების მისამართით და სკამები დაწვეს.

ისინი ამტკიცებდნენ, რომ სალიანჯის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S