Accentnews.ge
NATO-ს ახალმა გენმდივანმა უკრაინის საკითხი მთავარ პრიორიტეტად დაასახელა

NATO-ს ახალმა გენმდივანმა უკრაინის საკითხი მთავარ პრიორიტეტად დაასახელა

01/10/2024 09:19:31 მსოფლიო

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, რომელიც დღეიდან ​NATO-ს ახალი გენმდივანია, ალიანისის სამ ძირითად პრიორიტეტს ასახელებს.

მისი თქმით, ესენია: შეკავება და თავდაცვა, უკრაინა და მთელ მსოფლიოში პარტნიორობის გაძლიერება.

"ამ 3 პრიორიტეტიდან რომელიმეს გამორჩევა ძნელია. რა თქმა უნდა, უკრაინა ამ სიის მთავარი პრიორიტეტია. [...] ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა. [...] ამასთან, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტის გაკეთება შეკავებისა და თავდაცვის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაძლიერება", – განაცხადა რუტემ.

რუტეს წინამორბედი იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S