01-10-2024 14:05:13 ,
ზუგდიდს პირველად, თანამედროვე ტიპის ჩოგბურთის კორტი ექნება.
ზუგდიდის მერიის ცნობით, ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, ლაზის ქუჩაზე, ღია ტიპის ჩოგბურთის კორტი ეწყობა.
მისი ინფორმაციით, კორტთან ერთად , იქვე არსებული საფეხბურთო სტადიონი რეაბილიტირდა. სამუშაოების ღირებულება ჯამში 200 000 ლარზე მეტია.