
ტაილანდში სასკოლო ავტობუსი დაიწვა, არის მსხვერპლი
01/10/2024 10:10:12 მსოფლიო
ტაილანდში, ბანგკოკის გარეუბანში სკოლის ავტობუსი დაიწვა.
BBC წერს, რომ დაღუპულია 20-ზე მეტი ბავშვი, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემები უცნობია. დაშავებულია 16 მოსწავლე და 3 მასწავლებელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 22 მოსწავლე და 3 მასწავლებელი.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და ქალაქში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.