გერმანიაში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე დააკავეს

01-10-2024 14:55:31 ევროპა

გერმანიის გენერალური პროკურორის ცნობით, 1 ოქტომბერს გერმანიაში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე დააკავეს.

პროკურატურამ ეჭვმიტანილი იარაღის მიწოდების შესახებ ჩინეთისთვის ინფორმაციის გადაცემაშიცაა დადანაშაულებული.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილი აღმოსავლეთ გერმანიაში ლაიფციგის აეროპორტში ლოჯისტიკური მომსახურების კომპანიაში მუშაობდა. სავარაუდოდ, ინფორმაციას აქტიურად 2023 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე აწვდიდა მეორე ბრალდებულს - ჩინეთის საიდუმლო სამსახურის წევრს. გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა ფრენების, ტვირთისა და მგზავრების შესახებ მონაცემებს, ასევე დეტალებს სამხედრო აღჭურვილობისა და გერმანული იარაღის კომპანიასთან დაკავშირებული ადამიანების ტრანსპორტირების შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები