ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა, საფრანგეთში მოკლეს

04-02-2020 11:38:46 კავკასია

ჩეჩენი ბლოგერი, 44 წლის იმრან ალიევი, რომელიც რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს აკრიტიკებდა, საფრანგეთის ქალაქ ლილის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს, – იუწყება ფრანგული მედია.

მისივე ცნობით, იმრან ალიევს დანით კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

პოლიციას აქვს ეჭვი, რომ მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა, - წერს ფრანგული მედია წყაროებზე დაყრდნობით.

კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ამბობს, რომ კადიროვის კრიტიკის გამო მასაც დაემუქრნენ: ალიევის მკვლელობამდე მან მიიღო ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთიდან ევროპაში დაქირავებული მკვლელი გაგზავნეს. აბდურახმანობის თქმით, თავდაპირველად მას ეგონა, რომ სწორედ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ინფორმაცია გერმანიის პოლიციას მიაწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები