Accentnews.ge
რიაბკოვი: აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ

რიაბკოვი: აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ

01/10/2024 12:11:05 მსოფლიო

აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის არჩევნების ფონზე განსაკუთრებული ილუზია არ უნდა არსებობდეს, თუ ორპარტიულ ანტირუსულ კონსენსუსს გავითვალისწინებთ, რომელიც აშშ-ში არსებობს. ჩვენ ამ ქვეყანასთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ. ამისთვის ყველა გაგებით მზად ვართ“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყველა "გამაფრთხილებელ სიგნალს" გზავნის, რათა აშშ-ის მიერ რუსეთის გადაწყვეტილების არასწორად შეფასება არ მოხდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S