
პენტაგონმა $2 მილიარდზე მეტი გამოყო ახალი ბირთვული ქობინიანი რაკეტების წარმოებისთვის
01/10/2024 12:32:51 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეუკვეთა Trident II D5 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები ახალი Warhead 93/Mark7 ბირთვული ქობინით. 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა თავდაცვის ინდუსტრიულ კორპორაცია Lockheed Martin-თან. კონტრაქტი უნდა დასრულდეს 2029 წლის 30 სექტემბრამდე და ასევე ითვალისწინებს ამ იარაღის მიწოდებას დიდი ბრიტანეთისთვის, იტყობინება პენტაგონის პრესსამსახური.
ამავდროულად, დეპარტამენტმა გამუოყო Lockheed Martin-ს $1,16 მილიარდი, რათა შეიმუშაოს სისტემები Trident II-ის რაკეტებისა და წყალქვეშა ნავებზე სანავიგაციო დანადგარების დასამონტაჟებლად. დასრულების თარიღი 2031 წლის 29 სექტემბერია.
გარდა ამისა, პენტაგონმა გააფორმა კონტრაქტი Boeing-თან 6,9 მილიარდი დოლარის ღირებულების მცირე კალიბრის ბომბების წარმოებაზე უკრაინაში, ბულგარეთსა და იაპონიაში მიწოდებისთვის. კომპანიამ მუშაობა 2035 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.
Trident II D5 არის სამსაფეხურიანი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც უშვებენ ბირთვული წყალქვეშა ნავებიდან. ამგვარი საშუალებები ემსახურება აშშ-ს და ბრიტანეთის საზღვაო ფლოტებს. Trident II D5-ის მაქსიმალური დიაპაზონი 11,3 ათასი კილომეტრია.
იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები 40 წლის განმავლობაში პირველად იწყებს ახალი W93 ბირთვული ქობინის წარმოებას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის, ცნობილი გახდა მიმდინარე წლის აპრილში. მისი განვითარება 2022 წლის მაისიდან მიმდინარეობს ენერგეტიკის დეპარტამენტის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში და არ გულისხმობს ბირთვულ გამოცდებს, აღნიშნეს მთავრობაში და ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოში (NNSA).