Accentnews.ge
ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, დატოვონ ლიბანი: "წადით, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია"

ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, დატოვონ ლიბანი: "წადით, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია"

01/10/2024 13:44:12 მსოფლიო

ევროპული ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ ლიბანი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ისრაელის სახმელეთო შეტევის დაწყების შესახებ ცნობების ფონზე. ამის შესახებ წერს Politico, რომელმაც თავი მოუყარა ქვეყნების ელჩებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების განცხადებებს.

ჰოლანდიის ელჩმა ლიბანში ფრენკ მოლენმა თქვა, რომ ქვეყანაში დარჩენა სახიფათოა და მოქალაქეებს ურჩია, დატოვონ მანამ, სანამ ჯერ კიდევ არის ეს შესაძლებელი:

"წადით, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ".

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჩარტერული რეისით პირველი ევაკუაცია განახორციელა ლიბანიდან ოთხშაბათის.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიბანში ვითარება შეიძლება "სწრაფად გაუარესდეს".

”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლავე დატოვოთ ქვეყანა, რადგან შემდგომი ევაკუაცია შეიძლება არ იყოს გარანტირებული,” - თქვა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან გაგზავნა სპეციალური სამხედრო თვითმფრინავი ბეირუთში "კოლეგებისა და მათი ოჯახების ევაკუაციის მხარდასაჭერად", ისევე როგორც გერმანული პარტნიორი ორგანიზაციების წევრების.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ მოუწოდა იტალიის მოქალაქეებს, დატოვონ ლიბანი „ბეირუთიდან მილანში ან რომში კომერციული ფრენებით სარგებლობის გზით“.

"მართლაც რთული ვითარებაა, ბრძოლა გრძელდება", - განაცხადა მან.

1 ოქტომბრის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში. "ჰეზბოლა" აღნიშნულს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S