
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: "ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უკრაინა გახდეს NATO-ს წევრი"
01/10/2024 15:29:09 მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ მოკავშირეებმა ყველა ღონეს უნდა მიმართონ, რათა უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს. ამის შესაებ მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„დამოუკიდებელი უკრაინის პოტენციურმა კრახმა შესაძლოა, კატასტროფული შედეგი იქონიოს ევროპის უსაფრთხოებისათვის. ხოლო ასეთი განვითარება ევროპაში სამხედრო საშუალებებით თავიანთი მიზნების მიღწევისკენ წაახალისებს არა მხოლოდ პუტინს, არამედ მსოფლიოს სხვა რეჟიმებსაც", – განაცხადა მან.
უკრაინამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მიზანია გახდეს NATO-ს წევრი.
უკრაინული გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" Financial Times–ზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2025 წლის იანვარში თანამდებობის დატოვებამდე, შესაძლოა, დათანხმდეს NATO–ში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის სტატუსის შეცვლას.