საქართველოს პირველი საკოლექციო 8000-ევროიანი ბანკნოტი დაიბეჭდა

01-10-2024 19:31:12 საზოგადოება

საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რომელიც ევროს დაბადების ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალიგრაფიის ასოციაცია ავრცელებს.

მისი ცნობით, ლიმიტირებული გამოცემა, რომელიც 5000 ცალისგან შედგება, ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით, კომპანია TRESURIUM-მა შეიმუშავა და დააფინანსა. აღნიშნულ საკოლექციო ბანკნოტებზე მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა.

"საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო - ქვევრი, ქართული კალიგრაფია - სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“",- ნათქვამია საქართველოს კალიგრაფიის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბანკნოტზე ქვევრებია გამოსახული, ასევე აქვს წარწერა "შენ ხარ ვენახი" და "საქართველო მიწის სამშობლო".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები