
მერია: სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
01/10/2024 16:12:32 საზოგადოება
თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.
მისი ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.