Accentnews.ge
Reuters: თეთრი სახლის ცნობით, ირანი ისრაელზე სარაკეტო დარტყმას ამზადებს

Reuters: თეთრი სახლის ცნობით, ირანი ისრაელზე სარაკეტო დარტყმას ამზადებს

01/10/2024 16:34:10 მსოფლიო

შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ირანი ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით გარდაუვალი დარტყმის დასაწყებად ემზადება", – იუწყება Reuters თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ირანულ მედიას ისრაელზე "გარდაუვალი თავდასხმის" შესახებ ჯერ–ჯერობით არანაირი ინფორმაცია გაუვრცელებია.

დღეს ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

"ჰეზბოლას" ტერორისტული ობიექტების და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაწყებულია შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზნობრივი რეიდი. სახმელეთო ჯარებს ზუსტი დარტყმებით ეხმარებიან ავიაცია და არტილერია", - ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ისრაელის არმიის ცნობით, სამიზნედ გამოცხადებული "ჰეზბოლას" ობიექტები საზღვრის მახლობლად მდებარეობს და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს ისრაელის ჩრდილოეთისთვის.

"ჰეზბოლა" წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს აკონტროლებს.

"ჰეზბოლა" პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასის" მხარდამჭერია. ორივე მათგანს მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S