Accentnews.ge
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო მმართველი გუნდი დღეს პოლიტიკურ განცხადებებზე უარს აცხადებს

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო მმართველი გუნდი დღეს პოლიტიკურ განცხადებებზე უარს აცხადებს

04/02/2020 08:36:51 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო მმართველი გუნდის წევრები დღეს პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებაზე უარს აცხადებენ.

"უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, ამიტომ უმრავლესობა დღეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე უარს ამბობს", - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: წუხელ ბაღდადში, ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის სიცოცხლე ემსხსვერპლა. მომხდარის გამო ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება გადადო. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დღეიდან საარჩევნო სისტემის რეფორმის პროექტის ჩაგდების გასაპროტესტებლად აქციების განახლებასა და საკანონმდებლო ორგანოსთან “სირცხვილის დერეფნის” მოწყობას გეგმავდნენ. ოპოზიციამ პარლამენტსაც მოუწოდა, დღევანდელი სესია გადაედო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S