
ირანი ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის მიზეზს ასახელებს
01/10/2024 17:22:44 მსოფლიო
ირანი ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის მიზეზად "ისრაელის მიერ "ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას და სხვათა მკვლელობას" ასახელებს.
იგი ისრაელს საპასუხო ზომების მიღების შემთხვევაში "გამანადგურებელი თავდასხმებით" ემუქრება.
„თუ სიონისტური რეჟიმი რეაგირებას მოახდენს ირანის ოპერაციებზე, მას გამანადგურებელი თავდასხმები დაემუქრება“, - იუწყება ირანული მედია "ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსზე" დაყრდნობით.
ისრაელის არმიის ცნობით, ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების განხორციელება დაიწყო.