01-10-2024 22:58:15 მსოფლიო
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, "ეს იყო სერიოზული შეტევა".
"დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ამ ეტაპზე სიტუაციას ვაფასებთ", – აღნიშნა მან.
ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.
"ამ თავდასხმას შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროს, როდესაც ჩვენ გადავწვეტთ", – განაცხადა ჰაგარმა.
ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, დღეს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.