Accentnews.ge
ბაიდენის თქმით, აშშ ისრაელთან "აქტიურად განიხილავს" ირანის თავდასხმაზე პასუხს

ბაიდენის თქმით, აშშ ისრაელთან "აქტიურად განიხილავს" ირანის თავდასხმაზე პასუხს

02/10/2024 06:24:16 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "აქტიური განხილვა" მიმდინარეობს, თუ როგორი პასუხი უნდა გასცეს ისრაელმა ირანს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შემდეგ.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა, რომ ირანის თავდასხმა, როგორც ჩანს, "ჩავარდა და არაეფექტური იყო".

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე "სრული მხარდაჭერა" გამოხატა ისრაელის მიმართ:

"შეცდომაში არ შეხვიდეთ, აშშ სრულად, სრულად უჭერს მხარს ისრაელს". - ხაზი გაუსვა ბაიდენმა.

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, 1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, "ეს იყო სერიოზული შეტევა".

"დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ამ ეტაპზე სიტუაციას ვაფასებთ", – აღნიშნა მან.

ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S