დანიაში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქებების შესახებ იუწყებიან

02-10-2024 11:13:53 მსოფლიო

დანიაში, კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქებების შესახებ იუწყებიან.

დანიის პოლიციის ცნობით, 2 აფეთქება დღეს დილით მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. გამომძიებლები იკვლევენ, აქვს თუ არა ინციდენტს კავშირი უშუალოდ ისრაელის საელჩოსთან.

დანიის დედაქალაქის ამავე რაიონში მდებარეობს არაერთი სხვა ქვეყნის საელჩო და საკონსულოც, მათ შორის – ირანის.

1 ოქტომბერს ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომ ლიბანში მოქმედი, თეირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციასაც იწყებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები