პრეზიდენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა

02-10-2024 11:27:50 პოლიტიკა

პრეზიდენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს ხელი არ მოაწერადა და პარლამენტს უკან დაუბრუნა.

აღსანიშნავია, რომ უკან დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო.

ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც მას 5 დღიანი ვადა აქვს.

ცნობისთვის: 17 სექტემბერს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი მიიღო. კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.

კანონი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა, დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.

კანონის მიღების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება აიკრძალება.

დასავლეთის არაერთმა ლიდერმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, არ მიეღო აღნიშნული კანონი, რადგან, მათი თქმით," ეს კანონი საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან".

18 სექტემბერს ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა საქაღტველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონზე ვეტოს დადებისკენ, პარლამენტს კი მისი არგადალახვისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები