
ისრაელის არმია: „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა
02/10/2024 09:52:01 მსოფლიო
ისრაელის არმიის ცნობით, "ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმდინარე სახმელეთო ოპერაციების 36-ე დივიზიაც შეუერთდა.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზას სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
"ჰამასის" მხარდამჭერია "ჰეზბოლა", რომელიც წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.
"ჰამასს" და "ჰეზბოლას" მხარს უჭერს ირანი, რომელმაც გუშინ ისრალზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.